ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანიაში 19 წლის ქართველი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “ნიუპრესი” წერს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ორშაბათს დილით, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის გერმანიაში პრაქტიკული სწავლების კურსით იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ექვსთვიანი  პროგრამით გერმანიაში 25 აგვისტოს გაემგზავრა.  ფაქტს ქუთაისის  წერეთლის უნივერსიტეტის პრო-რექტორი შალვა კირთაძე ადასტურებს, სადაც მანამდე გარდაცვლილი სწავლობდა.

“ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით, ის იყო  ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა, ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაზე  პასუხისმგებლობა არ გვეკისრება. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ”, -განაცხადა შალვა კირთაძემ “აიპრესთან”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტუდენტის გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო.  ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი.

იტვირთბა....