სოფელ ძევერაში, წუხელ გვიან ღამით, შუახნის კაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. მამაკაცი ჩამომხრჩვალი საქონლის სადგომში იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება dianews ავრცელებს.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო დროს განსაკუთრებულად ნერვიულობდა, მიზეზი კი ის თანხა იყო, რომელიც ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციში შეიტანა და უკან ვეღარ იბრუნდებდა.
როგორც შს სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, მომხდარზე გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.