ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გამოღვიძების შეეშინდათ”: ნუგზარ წიკლაური მრავალათასიან აქციებს აანონსებს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური დედაქალაქის მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. ის საკუთარ ფეის-გვერდზე ახლო მომავალში მრავალათასიან აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ხალხმა გამოიღვიძა.

“აჰა, დაეწყვნენ რაზმეულებად ბიძინას დატუქსული მონები: მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია პრემიერმა;
ამოდ ამეტყველდა წულუკიანი; პუშკინის სკვერთან სელფვოიჟი. მოაწყო კალაძემ; ხმა აიმაღლეს მოხალისე ყმებმა. ტელეეთერებისკენ გაემართნენ ქოცი ფეხოსნები… ყველანი ჯაყოს მხარდასაჭერად! ყველანი ჯაყოს მხარდასაჭერად! ყველანი ჯაყოს მხარდასაჭერად! შეეშინდათ ხალხის გამოსვლის; შეეშინდათ თავისუფალი მოქალაქეების პროტესტის; შეეშინდათ გამოღვიძების. ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე და პრინციპული: უახლოეს დღეებში გაიმართება მწვავე, მშვიდობიანი, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დეგრადირებული თაღლითების წინააღმდეგ. ჩვენი ძალა ერთობაშია. გავერთიანდეთ საქართველოს გადასარჩენად!!!+ – წერს ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას.“, – ასეთი განცხადებებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....