ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პეკინის ქუჩა საერთოდ კურიოზია”: “იქნებ 41 დაპირებიდან ერთი მაინც შესრულდეს”

არასამთავრობო ორგანიაცია „სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

„კონსტიტუციური ცვლილებები, თბილისის გენგეგმა, თავისუფლების მოედანზე პარკინგი, პეკინის ქუჩის გაცალმხრივება და ველობილიკი, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ნაკვეთი და ა.შ. და ა.შ. – ეს საკითხები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას და ვნებათაღელვას.

არ ვეხები ამ საკითხების და პროექტების შინაარს და მათ ავკარგიანობას. შეფასებები დროებით გვერდით გადავდოთ და დავსვათ შეკითხვა – რატომ ხდება საკითხების ასეთი დრამტიზირება? პასუხი ზედაპირზე დევს – უუნარო მენეჯმენტი და პოლიტიკური უსუსურობა.

ჯერ იყო და, მიიღეს დავალება კონსტიტუცია ექციათ ხელისუფლებაში მაქსიმალურად დიდხანს ყოფნის ინსტრუმენტად და დაიწყო ფარსი სახელად საკონსტიტუციო კომისია. შედეგი? უამრავი შეცდომის და სისულელის შემდეგ ამოცანა ვერ შესრულდა და დღეს დავალების მიმცემი პირდაპირ სთხოვს მისთვის ერთდროს მიღებულს და დღეს მიუღებელ პრეზიდენტს – იქნებ ერთი ვეტოც გაიმეტო და ნამუსი მოგვწმინდო ბუკიკიოსთანო. დასკვნა საკითხის მოგვარება დაეკისრა გუნდს რომელსაც არც ცოდნა ეყო და არც პოლიტიკური ალღო. სხვისი არ ვიცი და მე ამ გუნდს პოლიტიკას ახლოს აღარ გავაკარებდი…

თბილისის გენ-გეგმა – იწვალა მერიამ, აწვალა ავტორები, ანერვიულა მესაკუთრეები, ხან ასე გადახაზეს თბილისი და ხან ისე. საკუთარი პარტიის კანდიდატის პროგრამასც არად დაგიდევენ და ყველაზე მეტი ოპონენტები არიან ერთმანეთის… სურვილი პოლიტიკურია – იქნებ 41 დაპირებიდან ერთი მაინც შესრულდეს თუნდაც ქაღალდზე და ჯანდაბას შიგნით რა ეწერება… პროცესი სრულიად პოლიტიკური მიზანშეწონილებით და უხეში სახელმწიფო ჩარევით წარიმართა… შედეგი – დაპირისპირება საკუთარი პარტიის კანდიდატის კამპანიასთან და უსუსური მენეჯმენტი.

1-ლარიან პარკინგის და მიწის ნაკვეთის კანონიერ გადაცემას უეჭველი ეყოლება კურატორი, რომელსაც დავალებული ექნებოდა ამ საკითხის წყნარად და უმტკივნეულოდ მოგვარება. შედეგად მივიღეთ უკიდურესად დაძაბული სიტუაცია და პოლიტიკურად გალახული უტყვი და მორჩილი საკრებულო… არა მგონია ინვესტორი დიდად მოხიბლული იყოს შექმნილი მდგომარეობით… აქაც საქმე იმაშია რომ მოქმედ მერს უნდოდა ამ საკითხის მოგვარება მომავალი მერისთვის გადაელოცა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. რაში აწყობს სკანდალით დაიწყოს მუშაობა

პეკინის ქუჩა საერთოდ კურიოზია, ორმხრვი გამზირის რეაბილიტაციაზე მიმდინარე ტენდერი ყოველგვარი იურიდიული საფუძველის გარეშე გააცალმხრივეს და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაასკუპეს ველო ბილიკი ველობილიკისათვის…

დასკვნა – მენეჯმენტი ნოლი და პოლიტიკა-პოლიტიკოსობასთან ახლოს არ აქვს ჩავლილი ხელისუფლების ამ შემადგენლობაში.

სწორი იყო ის კაცი, ამგენმა დროშა ვერ დაკიდესო…. ასე ვართ მხიარულად დაწყევლილი 9 წლის და ბედნიერი 5 წლის ტყვეობაში.“ – აცხადებს ლორთქიფანიძე.

იტვირთბა....