საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მთავრობას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარს სთხოვს. სააკაშვილის ადვოკატის, მარკიან გალა ბალას განცხადებით, სააკაშვილი ითხოვს მიენიჭოს მას მოქალაქის სტატუსი, რომელიც განსაკუთერბულ დაცვას საჭროებს. ამ სტატუსის საყოფაცხოვრებო სახელი კი პოლიტიკური თავშესაფარია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა რის შემდაგაც სააკაშვილმა 10 სექტემებერს უკრაინის საზღვარი გადალახა. სასამართლომ კი ის ფულადი ჯარიმით დააჯარიმა. სააკაშვილი ახლა მოქალაქეობის არმქონე პირია. ის 17 ოქტომბერს კიევში აქციის გამართვას გეგმავს.