ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია: თბილისს ახალი Bus Lane დაემატება

დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, დიდუბის ავტოსადგურიდან აღმაშენებლის ხეივნამდე, ასევე წერეთლის გამზირიდან პეკინის ქუჩამდე Bus Lane-ის მოწყობა იგეგმება. მამუკა მუმლაძის განმარტებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ორი კვირის ვადა აქვს სამუშაო გეგმის წარდგენისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“Bus Lane მოძრაობას განტვირთავს და მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაადგილების ყველაზე სწრაფ საშუალებად აქცევს. ჩვენმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა და გაირკვა რომ მელიქიშვილის ქუჩაზე ავტობუსისთვის ორმხრივი მოძრაობის დაშვება შესაძლებელია. Bus Lane რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას გაამარტივებს და დააჩქარებს. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი გაცილებით კომფორტულია”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

იტვირთბა....