ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს. მათ შორის ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავი აქვს გატეხილი.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
პარტიის წევრების განცხადებით, სამართალდამცველებმა აქცია ძალადობრივი გზით დაშალეს.

იტვირთბა....