ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ კაზინოსთან, უცნობმა პირმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ჯერჯერობით თავდამსხმელი დაკავებული არაა. როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად დაახლოებით 20 ადამიანია დაჭრილი.
პოლიცია აცხადებს, რომ კაზინოსთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საზოგადოებას მოუწოდებს, იმ ადგილზე მოძრაობისგან თავი შეიკავონ.