ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული თამაზ მამედოვი წინასწარ პატიმრობაში რჩება

გუშინ, საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული თამაზ მამედოვი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები საკრებულოს შენობაში გუშინ დააკავეს. მას სამართალდამცველები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ადანაშაულებენ. ერთი მათგანი გიორგი ჟამუტაშვილი გუშინვე გაათავისუფლეს. ის დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.

სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი, მათი განცხადებით, მმართველ გუნდს სურს, ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცეს.

საკრებულოში დაპირისპირება მოხდა და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

იტვირთბა....