თუშეთში თოვლი მოვიდა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ლადო კახოიძე აცახდებს, თოვა გუშინ დილით დაიწყო და ამინდის გაუარესების მიუხედავად ფშაველი-ბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტომანქანების გადაადგილება არ შეფერხებულა.
“ამჟამად თუშეთში აღარ თოვს. გზა გახსნილია და თოვლს ავტომანქანების გადაადგილებისათვის პრობლემა არ შეუქმნია. მწყემსებმა თუშეთიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვა უკვე დაიწყეს”, – განაცხადა ლადო კახოიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თუშეთში თოვლი არ არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთში ჰაერის ტემპერატურა დღეიდან მოიმატებს.