ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში მცხოვრები დევნილები აფხაზეთში გადასვლით იმუქრებიან

ზუგდიდში მცხოვრები დევნილები ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუქნტის გადაკვეთით და აფხაზეთში გადასვლით იმუქრებიან. ისინი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ცხოვრობენ, სადაც რამდენიმე დღის წინ იატაკი დაზიანდა, შემდეგ კი ჭერიც ჩამოინგრა. მათი თქმით, უკმაყოფილების მიზეზი არის სოზარ სუბარის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი საცხოვრებელ ფართს 3-5 წელიწადში მიიღებენ. დევნილები ბინების დროულად გადაცემას ითხოვენ და ამ დრომდე ენგურის ხიდის ტერიტორიაზე რჩებიან.

იტვირთბა....