მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხვალ ყველა მოქალაქე ქუჩაში უნდა გამოვიდეს”: “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს…

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი კონსტიტუციის თემაზე სოციალურ ქსელში ხმაურიან პოსტს აქვეყნებს და ხალხს მოუწოდებს ქუჩაში გამოვიდნენ.

“ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ხვალ ყველა მოქალაქე ქუჩაში უნდა გამოვიდეს, მემარჯვენე, მემარცხენე, მნიშვნელობა არ აქვს, ყველა, ვისაც ჯერა ევროპული ღირებულებების და დემოკრატიის! არის რაღაცეები, რისი გატარებაც არ შეიძლება! თუ არადა, ნუ გვექნება პრეტენზია ნურაფერზე,, რაც ამის შემდეგ მოხდება. ყველა იქნება ამაზე პასუხისმგებელი! არა მარტო ქოცხელისუფლება”.

“ველოდებით ლიდერს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს… დღეს თუ შერჩათ კონსტიტუცია, ხვალ ყველა არჩევნები მათი იქნება… 2003-ის ნოემბერში 200 კაცით გავიდა მიშა და მერე 100 000 გახდა. მიშას გარეშე ზეროა აქ…” – ასეთი იყო გამოხმაურება თაქთაქიშვილის პოსტზე.

შეგახსენებთ, უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის შინაარსზე დავა დღემდე გრძელდება.

იტვირთბა....