გუშინ გვიან ღამით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ქალაქის ცენტრში დაჭრეს. მიქავა მუხლის არეშია დაჭრილი. „მეტრონომს“ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განუცხადა, რომ ინციდენტს წინ ურთიერთშელეპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი, ვალია, რომელიც სავარაუდოდ მიქავას ჰქონდა.
ადგილობრივი ამბობს, რომ დაჭრაში სავარაუდო ეჭვმიტანილი „ევროპული საქართველოს“ წევრის თენგიზ გუნავას ცოლის ძმა, გია ჭაბუკიანია. „მეტრონომი“ გუნავასთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონ ზარებს არ უპასუხა.
მიქავა საავადმყოფოში გადიყვანეს. „მეტრონომთან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ნუგზარ სარია ამბობს, რომ მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. მისი ინფორმაციით, მიქავა ამ დრომდე საავამდყოფოში რჩება. მიქავას ჯანრმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმის რეკომენდაციით, სასურველია, მომდევნო ორი დღე ჰოსპიტალში დარჩეს.
“მეტრონომი” შს სამინისტროს დაკავშირდა. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწებაში აცახდებენ, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის და მისი დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გრიგოლ მიქავას სახელს მაისში მომხდარი ინციდენტი უკავშირდება. ის სამართალდამცველებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს.
სამართალდამცველმა დააკავეს გრიგოლ მიქავას მეგობარიც. 25 წლის ლევან ხვიტია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში ჩხრეკა ორდერის გარეშე ჩაატარეს – მათ გაავრცელეს ტელეფონით გადაღებული კადრებიც. პოლიციის მტკიცებით, ჩხრეკისას ამოღებულია ნაკრიტიკული ნივთირება.
ნარკოტიკის მოხმარება ლევან ხვიტიას დაუგდინდა შემოწმების შედეგადაც. საკრებულოს აპარატის უფროსმა კი ნარკოტესტირებაზე უარი განაცხადა.