ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ციანიდის საქმეზე სიტყვა არ მითქვამს აქამდე”: ყოფილი დეპუტატი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია „ციანიდის საქმეში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ციანიდის საქმეზე” სიტყვა არ მითქვამს აქამდე! დღეს, ახალი მოქმედი პირის ჩართვა ამ საქმეში, ვგულისხმობ ანზორ ჩუბინიძეს, ყველაზე წესიერ და უამბიციო პიროვნებას ამ ხელისუფლებაში, არის ტიპიური ავანტიურა იმ ვიღაც ოხანაშვილის მხრიდან. ეს “დანაშაულის კლასიკაა”… დამნაშავე ცდილობს გასვაროს მაღალი თანამდებობის პირი და მოპასუხედ გაიხადოს ხელისუფლება! ისე, ცოტა უხერხულობას უნდა იწვევდეს ადვოკატების უაპელაციო განცხადება – ოხანაშვილმა თქვა!!!… და ვინ ტრამპა-ცუმპაა ასე სიტყვაზე რომ ვენდოთ?…
ჩუბინიძემ თქვა, არ მითქვამსო… ჰო და, ვენდობი!!! იმიტომ, რომ წესიერი კაცია! მეუფე იაკობსაც ვენდობი, იმიტომ, რომ ნაციონალ-ანტიქრისტიანებისგან გვიცავდა 9 წელი!!! ახლაც მაგათგან გვიცავს, რომ სისრულეში არ მოიყვანონ 2003 წელს აღებული ვალდებულება – ქართული ეკლესიის გახლეჩის თაობაზე!

და კიდევ, სულ არ მაინტერესებს ვისგან იყიდა ციანიდი დამნაშავემ! ჩემი ყურით მოვისმინე ჩანაწერი და კითხვები არ მაქვს!!!…”- წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე გაასამართლეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იტვირთბა....