ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა აიღო მოსავალი, რომელიც ოპოზიციამ დათესა”

“დღეს ოპოზიციას პრობლემა აქვს არა იმდენად ხელისუფლებასთან, რამდენადაც ამომრჩეველთან. დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ამომრჩევლის შემობრუნება მისკენ”, – შესაბამის განცხადებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” აკეთებს.

”ბიძინა ივანიშვილმა აიღო ის მოსავალი, რომელიც ოპოზიციამ 2007 წლიდან 2012 წლამდე დათესა. მაშინ ოპოზიციას არ ეყო ჭკუა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. შავი სამუშაო შეასრულა, მაგრამ მოსავალი სხვამ აიღო. არ მგონია, ამჯერად მაინც დაფიქრდეს ოპოზიცია და გათვლილ ნაბიჯებს დგამდეს. სწორედ ამიტომ მივიდა საქმე კრახამდე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შოკიდან დღესაც კი ვერ გამოსულა ოპოზიცია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს დაალაგებს. ყოველ შემთხვევაში, ახალ ორიენტირებს გამოკვეთს.

ძალიან რთული სამუშაო აქვს ოპოზიციას, ეს ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. თუ ამას მოახერხებს, მერე ყველაფერს მოახერხებს, მაგრამ რამდენად შეძლებს? არის კი ამის გამკეთებელი?! ადგილობრივი არჩევნები დადებს სურათს ზოგადი გავლენების შესახებ. პარტიულ სპექტრს თავის ადგილს მიუჩენს და დაალაგებს. ოპოზიცია ან ორი ნაბიჯით გადადგამს უკან ნაბიჯს, ან ერთი ნაბიჯით წინ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ახალი თაობა

იტვირთბა....