“ოხანაშვილი აშანტაჟებდა პატრიარქს მეუფე იაკობის და შორენას თავებს შემოგიყრი ოთახშიო… ამის ჩანაწერებიც არსებობს” – ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის გაცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მას, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმისგან, ირაკლი მამალაძისგან აქვს.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე, მამა გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადებაში და მას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.