ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4806 ლარი გახდა.
ბანკის ინფორმაციით, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4829 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9251 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0246 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.