რუსულმა “სბერ ბანკმა” ევროპული ცენტრალური ბანკებისგან სანქციებს ვერ გაუძლო და გადაწყვიტა რამდენიმე ქვეყანა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” “სბერ ბანკის” ხელმძღვანელ გერმან გრფზე დაყრდნობით აკეთებს.
მისი თქმით, ბანკი ზეწოლას ევროპული ცენტრალური ბანკის რეგულატორების მხრიდან განიცდის.
თუმცა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ის არ აპირებს დსთ-ს ქვეყნებიდან გასვლას.
ევროპაში “სბერ ბანკი” წარმოდეგნილია sber bank europe – საბანკო ჯგუფის მიერ, რომლის მთავარი ოფისი ვენაშია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში “სბერ ბანკმა” თავისი წარმომადგენლობა სლოვაკეთში უკვე გაყიდა.