ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ მარგველაშვილს გადადგეს”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას კონსტიტუციის დასაცავად აქციების დაწყებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ივანიშვილმა კონსტიტუციაზე ბიზნეს-ტენდერი გამოაცხადა.

“ეს პროცესი უნდა ჩავკეტოთ, უნდა გამოვაცხადოთ არალეგიტიმურად და დავიწყოთ ხალხის ქუჩაში გამოყვანისათვის მასობრივი სამზადისი, ამავდროულად მოვუწოდებთ ქვეყნის პრეზიდენტ მარგველაშვილს, პროტესტის ნიშნად გადადგეს და ჩაშალოს ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალება”, – აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა უკვე მიმდინარეობს.

იტვირთბა....