თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი” გახსნა. სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მეტრო ”ვარკეთილში” განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო.
სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, დამონტაჟდა მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
თბილისის მერის მხადაჭერით სატრანსპორტო კომპანიამ, მეტროსადგური კაპიტალური რემონტი 2016 წელს დაიწყო. რომლის ფარგლებში განახლდა სადგური ”ახმეტელის თეატრი”, მეტრო ”ავლაბარს” კი გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.