ხანძარია თუშეთში. როგორც ირკვევა, სოფელ გირევთან ცეცხლი ხმელ ბალახს მოედო და ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ისინი ოპერატიულად გაჩნდნენ შემთხვევის ადგილზე. რთული რელიეფის გამო, მათ ხანძრის კერებამდე მიახლოება უჭირთ. ცეცხლი ციცაბო კლდეზეა გავრცელებული, სადაც მეხანძრეებს და მაშველებს გადაადგილება უჭირთ.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას, მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად რეინჯერები და მეტყევეებიც კი იღებენ.