ვაკეში, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობასთან მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმები აცხადებენ, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკვე დამაკმაყოფილებელია.
დაზარალებული ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო. ექიმების თქმით, მას დანით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა და ოპერაციაც გაუკეთდა.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ცენტრ “პიქსელთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექის“ 11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.