საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ასევე მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანები.
უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.