არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი რეგიონში მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია, რეგიონში არსებულ მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს.

როგორც მან ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

“ჩემი მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, უკვე გვაქვს 4-წლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდება და  შესაბამისად, ის პრობლემებიც გადაიჭრება, რომელიც დღეს ზუგდიდის მოსახლეობას აწუხებს”, – აღნიშნა გოგიამ.

პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის – გოჩა კურდღელია; აბაშის – ლევან მაკალათია, სენაკის – ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

იტვირთბა....