ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ოდესაში მოქმედებს ბანდა, რომლის სათავეში დგას ქალაქის მერი გენადი ტრუხანოვი. მისი თქმით, ის ანიავებს ბიუჯეტის თანხებს და მისი მფარველები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან მოკალათებული.
“ოდესაში საშინელი ტრაგედია მოხდა. მუნიციპალურ ბანაკში გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა სამი გოგო: 8,9 და 12 წლის. ახლა ცდილობენ დასაჯონ დაბალი რანგის მოხელეები, რომლებსაც რეალურად, ძალიან დაბალი წონა აქვთ. არადა, ქალაქში მოქმედებს კარგად ორგანიზებული მაფიური ჯგუფი, რომლებიც ჭამენ ქალაქის ბიუჯეტს. ოდესისთვის გამოყოფილი იყო 150 მილიონი, რითაც შეიძლებოდა მთელი ქალაქის ფასადების მოოქროვება” – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულ მაფიას მის დროსაც კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მფარველობდნენ.
შეგახსენებთ, ოდესაში ბანაკ “ვიქტორიაში” ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 3 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.