“რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება”, – ასე აფასებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებს.
პეტრ პაველის განცხადებით, წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა ის წესები, რომლის დაცვაც და შესრულებაც სამხედრო წვრთნების დროს აუცილებელია.
რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წვრთნებში 12 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე სამხედროთა რიცხვი 100 000-ს აღწევს.
„მოვახდინეთ ძალების კონცენტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გვყავს სამხედროები შავ ზღვაზე და ნებისმიერი ინციდენტისთვის მზად ვართ“, – აცხადებს პეტრ პაველი.
ხვალ წვრთნებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება.
1tv.ge