ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ოთახში სათვალთვალო კამერების დაყენებას ცდილობდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის სასტუმრო ოთახში სათვალთვალო და მოსასამენი აპარატურის დაყენებას ცდილობდნენ. სააკაშვილმა  “ფეისბუქზე” პირდაპირ რეჟიმში ჩართვისას, ის მოწყობილობაც წარმოადგინა, რომელიც ოთახში იქნა ნაპოვნი. ის პეტრო პოროშენკოს მიმართავს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც უკრაინაში პრეზიდენტს ყველაფერი თავზე ენგრევა, ის მისი პირადი ცხოვრებით არის დაკავებული.

 

იტვირთბა....