ჩრდილოეთ კორეა მუქარებს აგრძელებს. მისი ლიდერი კიმჩენ ინი ბირთვული იარაღის გამოყენებით, ახლა უკვე იაპონიას ემუქრება. ის არ მალავს, რომ იაპონიის ჩაძირვას და აშშ-ის ფერფლად ქცევას აპირებს. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ 3 სექტემბერს წყალბადის ბომბი გამოსცადა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.