ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი არჩევნების მეორე ტურში გაირკვა, სადაც ზურაბ პოლოლიკაშვილის მოწინააღმდეგე ზიმბაბვეს მიერ წარდგენილი კანდიდატი, ქვეყნის ტურიზმის მინისტრი უოლტერ მზემბი იყო. პოლოლიკაშვილმა მეორე ტურში 18 ხმა მიიღო, ზიმბაბვეს წარმომადგენელმა კი – 15.
ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს ელჩი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელია.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.
ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.