თელავის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევა შუამთის ტყეში მოხდა.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი” შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, როდესაც მოჭრილი ხე მას დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
იტვირთბა....