ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უმარტივესი პროცედურა არსებობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქობის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყოს”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმისათვის,რომ სააკაშვილისთვის  საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყოს, საჭიროა პრეზიდენტს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართოს.

მისი თქმით, არსებობს უმარტივესი პროცედურა იმისთვის, რომ მარგველაშვილმა მოქალაქეობის საკითხის განხილვა დაიწყოს. თუმცა აბაშიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯერჯერობით ამ მოთხოვნით არ მიუმართავს.

,,არსებობს უმარტივესი პროცედურა იმისათვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყოს მოქალაქობის საკითხის განხილვა და გადაწყვიტოს მიანიჭოს თუ არა სააკაშვილს მოქალაქეობის უფლება. მთავარია არსებობდეს ამ პირის განცხადება, რომ მას სურს მოქალაქეობა.

პრეზიდენტი ვალდებული იქნება ასეთი საკითხი განიხილოს, მაგრამ ჯერ ასეთი მიმართვა არ არსებობს,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ,,ტვ პირველის“ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....