ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხულოში, სოფელ პაქსაძეების ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....