წერეთლის გამზირზე “თი-ბი-სი” ბანკს თავს დაესხნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელი ნიღბიანი იყო. მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომლებმა განგაშის ღილაკს მიმართეს, თავდამსხმელი მიიმალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია, ეჭვმიტანილმა კი ვერაფრის წაღება ვერ მოახერხა. ამ დროისთის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.