ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქარიშახლი “ირმას” გამო, ფლორიდის შტატში 15 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გამოცემა USA Today-ის ინფორმაციით,  აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ქარიშხალი „ირმას“ გამო, 15 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.  აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დაცვის მდივანის თანაშემწე კრისტოფერ კრებსი მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის აღდგენას გარკვეული დრო სჭრიდება, რადგანაც ელექტროსადენების თავიდან აშენება მოუწევთ. მისი თქმით, ქარიშხალმა თითქმის ძირინადა მოთხარა ელექტროსადენები და მისი აღდგენა რთული პროცესი იქნება.

ქარიშხალი „ირმა“ თავდაპირველ ეტაპზე მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს განეკუთვნებოდა, ხოლო ახლა კი ტროპიკული ციკლონის დონემდე დაქვეითდა.  ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კარიბის ზღვის კუნძულებზე კი 35 ადამიანი.

იტვირთბა....