ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხურვალეთთან ახლოს, საოკუპაციო ხაზთან რუსებმა ხნულის გავლება დაიწყეს

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როის ადიკაშვილის განცხადებით, სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსების  2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყეს.

ადიკაშვილის თქმით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს.  მისივე ინფორმაციით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს.

იტვირთბა....