ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო”

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე  წერს, რომ  უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო. მისი თქმით, ჩერკასში მათი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის იმ ადამაინებს შორის იყო, რომლებმაც  სააკაშვილთან ერთად  უკრაინის საზღვარი გადალახეს.

„ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში დააკავეს ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში.
ჩვენ მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის ცუდად დასრულდება“, – წერს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

 

 

იტვირთბა....