ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო პროცედურებს პირდაპირ ეთერში, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გადის.
დღეს დილით, ადგილობრივი დროით, 7 საათზე, სააკაშვილთან, იმ სასტუმროში, სადაც ის ოჯახთან ერთად იმყოფება, პოლიციელები პროტოკოლის გადასაცემად მივიდნენ. მხარეთა შეთანმხებით, სააკაშვილმა გადაწყვიტა აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი საჯაროდ, პირდაპირ ეთერში მოაწეროს, თავის ადვოკატებთან ერთად.
ვერცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში მასობრივად, სააკაშვილის მომხრეების დაკავება დაიწყო.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის კორდონი გაარღვიეს და ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გადაიყვანეს. ახლა სააკაშვილი ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.