თურქეთში საქართველო მოქალაქე მოკლეს. 51 წლის ანა საფარიანას თავს თურქეთის ტურისტულ ქალაქ დერმენშის ცენტრში დაესხნენ. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მას 44 წლის მესუთ ოზკანმა ყელის არეში ექვსი ჭრილობბა მიაყენა. ქალი დერმეს სახელმწიფო ჰოსპიტალში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ქუჩაში ქალს დანით ექვსი ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის კისრის არეში, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა. თუმცა მოგიანებით პოლიციამ ის დააკავა. ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრებია.
დაკავების მომენტში ის ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მოკლულს ახლოს იცნობდა, დანაშაული კი ფულს უკავშირდება.
მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე მესუთ ოზკანმა გარდაცვლილ ქალს 400 ლირა ასესხა, რომლის დაბრუნებასაც დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა, რაზეც უარს იღებდა.