საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი “გარღვევის” შესახებ რუსეთის მხრიდან გამოხმაურებაზე საუბრობს.
“მას შემდეგ რაც მოქალაქეობა ჩამომართვეს, პირველი გამოხმაურება უცხოეთიდან, რუსეთიდან, კერძოდ მედვედევის მხრიდან განხორციელდა, რომელიც მიესალმა პოროშენკოს ინიციატივას. ახლა, რუსულ არხებზე სრული ისტერიკაა ატეხილი ჩემ დაბრუნებასთან დაკავშირებით – ძალიან უკმაყოფილოები არიან. უცნაურად არ გეჩვენებათ ამ თემაზე, ბანკებისა და კრემლის ინტერესების თანხვედრა?” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.