ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო reuters-ი ავრცელებს.
პირველი არხის ინფორმაციით, სამხედროს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
reuters-ის ცნობით, ნატო-ს სამხედრო მისიის კოლონაზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.