ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვერსია შექმნან და „ქართულ ოცნებას“ გააცნონ. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.

”არსებობს საკონსტიტუციო დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა. მმართველი ძალის ოპონენტები, ხელისუფლებას საერთაშორისო რეკომენდაციების იგნორირებასა და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ.

იტვირთბა....