უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სწორად მოიქცნენ, როცა გუშინდელი შემთხვევის დროს იარაღი არ გამოიყენეს.
„ისინი სწორად მოიქცნენ, როცა იარაღი არ გამოიყენეს, თუმცა მათ ამის იურიდიული უფლება ჰქონდათ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“, – ასეთი განცხადება გააკეთა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.