ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ ავტობუსში პასპორტი მოპარა

როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, ავტობუსში ყოფნისას უკრაინის პასპორტი მოჰპარეს.

“მე ხელში როცა ამიყვანეს და მოვყავდი ხალხს, მერე ვნახე რომ პასპორტი არ მქონდა” – თქვა სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე.

„პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა“, – დარწმუნებულია სააკაშვილი.

„მე ახლა უკრაინაში აბსოლუტურად ლეგალურად ვიმყოფები. მე მივმართე უკრაინის სახელმწიფოს დაცვის შესახებ და ჩემი ეს თხოვნა სასამართლოში უნდა იქნას გადაწყვეტილი“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.  ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....