ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოროშენკოს პირველი კომენტარი სააკაშვილის მიერ საზღვრის გადმოკვეთაზე

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს:

მისი თქმით, გუშინდელი ინციდენტი არ ითხოვს არანაირ პოლიტიკურ კომენტარს, ის ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განიხილავს:

„ინციდენტი, რომელიც გუშინ „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მოხდა, ჩემი აზრით, არ ითხოვს არავითარ პოლიტიკურ კომენტარებს. ჩვენ ამ საკითხს სამართებრივი კუთხით განვიხილავთ. 26 ივლის მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმად, სააკაშვილს მოქალაქეობა შევუჩერე ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ნათლად არის დაფიქსირებული ფალსიფიცირების ფაქტები და არასწორი ინფორმაციის მოწოდება მოქალაქეობის მიღების დროს. პრეზიდენტს არ შეუძლია სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ვინაიდან ეს დანაშაულებრივი უმოქმედობა იყო. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში პირს აქვს უფლება ადმინისტრატიულ სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი გაასაჩივროს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამგვარი ქმედებებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

„მე, როგორც პრეზიდენტი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. არ მოგწონს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ეს სამართლებრივი სიბრტყეა. თვენახევარზე მეტი გავიდა, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული, ვინაიდან საზღვრების ურღვევობის კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა. ეს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის სულერთია ვინ არღვევს საზღვარს, აღმოსავლეთში „ბოევიკები“ თუ დასავლეთში პოლიტიკანები. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, – დასძინა მან.

იტვირთბა....