ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინული მედია: სააკაშვილს ბატალიონ “დონბასის” მებრძოლები იცავენ

მიხეილ სააკაშვილს ბატალიონ „დონბასის“ მებრძოლები იცავენ,- ამის შესახებ პირველი არხი უკრაინული ტელეკომპანია „112“ -ის ჟურნალისტების ცნობაზე დაყრდნობით წერს.

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მებრძოლები სააკაშვილს მაშინ იცავდნენ, როდესაც ის ლვოვის მერთან ვახშმობდა და არავის უშვებდნენ რესტორანში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....