ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სააკაშვილის საქმე რეაგირების გარეშე არ დარჩება”

ოფიციალური კიევის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არაცივილიზებულია. ასეთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ რადიო „თავისუფლებასთან“, რომელმაც სააკაშვილთან ერთად გადალახა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი.

მისი თქმით, იმას, რაც გუშინ საზღვართან მოხდა, ევროპარლამენტის სხდომაზე აუცილებლად განიხილავს. “პოლონეთი მძიმე პერიოდში პრეზიდენტ საააკაშვილის გვერდით იდგა, მაგალითად, 2008 წლის ომის დროს, ხოლო სააკაშვილი კი – პოლონეთის გვერდით. მას უფლება აქვს, გაასაჩივროს უკრაინის ხელისუფლების უკანონო გადაწვეტილება , მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. ჩვენი სოლიდარობა მიხეილ საააკაშვილს!“, – განაცხადა იაცენ სარიუშ ვოლსკიმ.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვიეს და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდნენ. ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....