ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ მეუღლეზე – 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....