ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოროშენკომ მატარებლის ყველა მგზავრი მძევლად აიყვანა”: სააკაშვილს მატარებლით გამგზავრების უფლებას არ აძლევენ

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის პოლიციიდან მოვიდა შეტყობინება, რომ იქამდე, სანამ სააკაშვილი არ დატოვებს მატარებელს, იქამდე ის უკრაინის მიმართულებით არ გაემგზავრება – ამის შესახებ ხოტა ხნის წინ პოლონეთში, უკრაინულ მატარებელში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და იქ მყოფ მგზავრებს გამოუცხადა რკინიგზის ადმინისტრაციამ.

სააკაშვილმა გეგმები შეცვალა და ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მატარებლით გეგმავდა.

“ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობას. სააკაშვილს აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომ გაემგზავროს უკრაინის საზღვრისკენ.  ის ასეულობით ადამიანი, რომლებმაც მატარებლის ბილეთი პატიოსნად შეიძინა, ვერ გაემგზავრება. ეს არის უკრაინის კანონმდებლობის დარღვება. ასე მუშაობს უკრაინული დიქტატურა”- აღნიშნა უკრაინული ოპოზიიის ერთ-ერთმა ლიდერმა იულია ტიმოშენკომ.

სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა განაცხადა, რომ მათ მიმართეს პოლონეთის პოლიციას, რადგან მისი თქმით, ეს არის უკანონო ქმედება და ამ წუთებში ელოდებიან მათგან შეტყობინებას.

“პოროშენკომ ამჟამად აიყვანა მძევლად მატარებლის ყველა მგზავრი და განუცხადა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გაემგზავრება. მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც სახლში დაბრუნება უნდათ. წარმოგიდგენიათ ვისთან გვაქვს საქმე? როგორ შეუძლია მას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეულობით მგზავრი ჩამოსვას მატარებლიდან. მხოლოდ დამნაშავეს შეეძლო ასეთი მოქმედება. მას უნდა , რომ ასე მართოს უკრაინა და ხალხი”- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა, ის უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას მატარებლით  აპირებს.

ნახეთ LIVE – რა ხდება უკრაინის საზღვართან ამ წუთებში.

იტვირთბა....