უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკების მობილიზების გამო, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა. სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გაააკეთა.
სააკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მხარდამჭერებთან ერთად პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
მატარებელი ადგილობრივი დროით, 13 საათსა და 7 წუთზე გაემგზავრება. ამ წუთებში სააკაშვილი ჟურნალისებთან, ოჯახთან და დეპუტატებთან ერთად მატარებელში ჯდება.
“იქ არის მრავალი ათასი ჩვენი მომხრე შეკრებილი და რამდენიმე ასეული ე.წ. ტიტუშკა და იმუქრებიან, რომ ცეცხლს გახსნიან. რა თქმა უნდა, საბაბი რომ არ მივცეთ, ვსხდებით მატარებელში და მათ ავუვლით გვერდს, რომ შემდეგ არ თქვან, რომ ჩვენ რაიმე პროვოკაცია შევქმენით”- განუცხადა “რუსთავი 2”-ს მიხეილ სააკაშვილმა.
ნახეთ LIVE – რა ხდება ახლა უკრაინის საზღვართან