უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, 10 სექტემბერს კრაკოვევის გამშვებ პუნქტზე, სადაც პოლონეთი-უკრაინის საზვარზე მიხეილ სააკაშვილი მისვლას აპირებს, მედიის წარმომადგენლების მუშაობაზე შეზღუდვას დააწესებს. ამის მიზეზად კი უწყებაში, კრაკოვეცის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მასობრივი აქციის ჩატარების დაანონსებას ასახელებს.
,,იმის გათვალისწინებით,რომ 10 სექტემბერს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და დეპუტატი კრაკოვეცის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მასობრივი აქციის ჩატარებას აანონსებს ეს ქმნის კონფლიქტური სიტუაციის და სხვა პროვოკაციების წარმოქმნის დამატებით რისკებს“-აცხადებენ უწყებაში და ამასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების მუშაობა შეზღუდული იქნება.
,,ყველა კომენტარი აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელი იქნება საკონტროლო გამშვები პუნქტის სიახლოვეს, სადაც საკომუნიკაციო ტერიტორია იქნება გამოყოფილი“-ნაქვამია განცხადებაში.
უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის მხარეც გეგმავს საზღვარზე მედიის მუშაობის შეზღუდვას.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში გეგმავს შესვლას. მასთან ერთად სავარაუდოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი იქნება. მისი თანაპარტიელების და მომხრეების გარდა, საზღვარზე ჩასვლას გეგმავენ უკრაინის სხვა ოპოზიციური პარტიების და რადას წევრები.
7 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის მთავარ პროკურატურას საქართველოდან გაგზავნილი მოთხოვნა გადასცა, რითაც საქართველო სააკაშვილის დაპატიმრებას და ექსტრადირებას ითხოვს. მოთხოვნასთან ერთად გადაგზავნილია ის დოკუმენტები, რომლითაც სააკაშვილზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უკრაინამ უკვე ორჯერ- 2014- 15 წლებში, საქართველოს სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.